ინტენსიური სარაკეტო იერიშები, აფეთქებული შენობები და მსხვერპლი - ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 ბავშვია. ისრაელი ირწმუნება, რომ მოკლულია "ჰამასის" 2 ლიდერიც.
მსხვერპლია ებრაულ მხარესაც. საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა ისრაელის ქალაქ ლოდში, სადაც სასაზღვრო პოლიცია გაგზავნეს. არეულობაა ისრაელის სხვა ქალაქებში - ადგილობრივი არაბები დემონსტრაციებს მართავენ.
ვითარების განსამუხტავად დღეს გაეროს უშიშროების საბჭო იკრიბება.