28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
დღეიდან "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციას 45 წელს ზემოთ მოქალაქეები შეძლებენ - იწყება "სინოფარმის" მეორე დოზაზე რეგისტრაციაც

რეგისტრაციის პირობები იცვლება დღეიდან "ასტრაზენეკას" ვაქცინით აცრის მსურველთათვის - მიღებული გადაწყვეტილებით, ამიერიდან, პრეპარატის გამოყენება უკვე 45 წელს ზემოთ მოქალაქეებს შეუძლიათ.

პარალელურად, დღესვე "სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია იხსნება. აცრის სასურველი დროისა და ადგილის მითითება მოქალაქეებს, სპეციალურ პორტალზე, საღამოს 8 საათიდან ექნებათ, ანალოგიური პროცედურა შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 15-22-ზე დარეკვის შემთხვევაშიც.

"სინოფარმის" შემთხვევაში, დოზებს შორის საჭირო ინტერვალი 21-28 დღეა.

დღის ამბები