28 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
ნიკა მელიას შეუძლია ითამაშოს ოპოზიციის გამაერთიანებლის როლი - გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას შეუძლია ოპოზიცია გააერთიანოს. 

მისივე თქმით, ოპოზიციამ უნდა აჩვენოს, რომ კოალიციურ რეჟიმში მუშაობა შეუძლია. 

"ახლა მთავარია, ოპოზიციამ ანახოს, რომ შეუძლია კოალიციურ რეჟიმში მუშაობა, შეუძლია ერთმანეთის თანადგომა, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ამის პოტენციალი აქვს დღეს ნიკა მელიას. ვისაც ოდნავ მაინც ესმის პოლიტიკა, იცის რა არის პოლიტიკური მომენტუმი, ეს მომენტუმი აქვს მას სწორედ ქართველი ამომრჩევლების მხრიდან და მას შეუძლია ითამაშოს სწორედ გამაერთიანებლის როლი,"- განაცხადა გიგი უგულავამ. 

დღის ამბები