28 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
საერთაშორისო პლატფორმაზე მიღწეული პოლიტიკური შეთანხმება სამართლებრივად აღსრულდა - ნიკა მელია დღეს გათავისუფლდა

ნიკა მელიას გირაოთი გათავისუფლების გადაწყვეტილება იმავე მოსამართლემ მიიღო, რომელმაც თავის დროზე მას პატიმარობა შეუფარდა.

ევროკავშირის ეგიდით 40 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ პროცესები დაჩქარდა.

პროკურატურის შუამდგომლობა, სასამართლოს გადაწყვეტილება და ციხიდან გამოშვება - ყველაფერი ერთ დღეში მოხდა.

მელიას სამთვიან პატიმრობას და მის გათავისუფლებას სხვადასხვაგვარად აფასებენ პოლიტიკური პარტიები.

ნიკა მელიას გირაო - 40 000 ლარი ევროკავშირმა 8 მაისს გადაიხადა. თანხა "ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის" (European Endowment for Democracy) გამოყო და ხელისუფლებას "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" გადასცა.

საქართველოს პროკურატურამ სასამართლოს შესაბამისი შუამდგომლობით 9 მაისს მიმართა და პატიმრობის გირაოთი შეცვლა მოითხოვა.

დღის ამბები