28 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება - ქვეყნებს შორის ორი დოკუმენტი გაფორმდა

საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა კოლეგას, რის შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა.

განცხადებების გაკეთებამდე გაფორმდა ორი დოკუმენტი - მათ შორის მთავრობებს შორის ვიზის გაუქმებასა და კულტურის სფეროში თანამშრომლობაზე. სკოპიეში ყოფნისას პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიაში მცხოვრებ ქართველ სპორტსმენებს და ხელოვანებსაც შეხვდება.

დღის ამბები