28 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
ერთ-ერთ საკითხად განიხილება, გადავიდეთ მეტი ინტენსივობით ID ბარათების გამოყენებაზე - ანრი ოხანაშვილი

"ქართული ოცნების" წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განიხილება წინადადება, რომ არჩევნებში ID ბარათები მეტი ინტენსივობით იყოს გამოყენებული.

მისივე თქმით, არსებობს აღსრულების გარკვეული პრობლემები, რომლის მოგვარებაზეც მსჯელობა მიმდინარეობს. 

"ჩვენი მთავარი საზრუნავია, რაც შეიძლება სწრაფად, ეფექტიანად და მოქნილად შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს კომფორტული სერვისი, რომ ყოველგვარი გართულების გარეშე მოხდეს საარჩევნო პროცესში ჩართვა. ერთ-ერთ საკითხად განიხილება ისიც, რომ ხომ არ იქნება სწორი, გადავიდეთ მეტი ინტენსივობით ID ბარათების გამოყენებაზე, თუმცა, ამას თან სდევს გარკვეული პრაქტიკული პრობლემები, აღსრულების ნაწილი და ა.შ. რაზეც ვმსჯელობთ,"-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები