28 ნოემბერი 2024,   16:43
ვრცლად
თბილისში ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან - წაქცეულია ხეები და დაზიანებულია მანქანები

თბილისში ძლიერი ქარისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან - წაქცეულია ხეები და დაზიანებულია მანქანები. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შემთხვევის ადგილზე მაშველებთან ერთად  საპატრულო პოლიციის ჯგუფები მუშაობდნენ.

უამინდობამ პრობლემები შექმნა რეგიონებშიც. კახეთი ბოლო 10 დღის განმავლობაში სტიქიამ უკვე სამჯერ დააზარალა. ძლიერი სეტყვის, ქარისა და წვიმის შედეგად გურჯაანში წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ვენახები.

სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლის სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია. გურჯაანის მერი ამბობს, რომ ზარალის რაოდენობა დღის ბოლოს იქნება ცნობილი. ხელისუფლება მოუწოდებს ფერმერებს საკუთარი პროდუქცია დააზღვიონ.

უამინდობამ პრობლემები შეუქმნა გორის რაიონსაც. სოფელ ატენში წყალმა კლდის ფენა გზაზე ჩამოიტანა და ცენტრალური გზა ჩახერგა. ატენის ხეობაში გზის გასაწმენდად სპეციალური ტექნიკა მუშაობს.

რა ფორმით მოხდება სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარება, ზარალის დათვლის შემდგომ გახდება ცნობილი. გორის მერი აცხადებს, რომ თუ მოსახლეობის მხრიდან მიმართვიანობა იქნება, მერია შესაბამის ზომებს მიიღებს.

დღის ამბები