28 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
"მშფოთვარე მოგონებები" დაბომბილი ქართული სოფლიდან - რუსული აგრესიის ამსახველი ფილმი საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია

დოკუმენტური ფილმი - "მშფოთვარე მოგონებები", 2008 წლის რუსეთის აგრესიაზე და ომის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ფილმში აღწერილია, თუ როგორ უჭირთ დევნილ ადამიანებს, მშობლიური მიწის და სახლის გარეშე ცხოვრება.

ფილმის რეჟისორი, ელინა ლანგე იონათამიშვილი პროფესიით რეჟისორი არ არის, თუმცა 2008 წლის ომმა მასზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინა. უცხოეთში მოღვაწე ახალგაზრდა რეჟისორისთვის ოკუპაცია და უსახლკაროდ დარჩენილი, ადამიანები გახდნენ ინსპირაცია, რომ 50 წუთიანი ფილმი, სწორედ ამ თემაზე გადაეღო.

ფილმმა "მშფოთვარე მოგონებები" რიგის დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე, მთავარი პრიზი მოიპოვა.

 

ავტორი: ნინი კუპრაძე

დღის ამბები