28 ნოემბერი 2024,   16:58
ვრცლად
გაზრდილი მოთხოვნა ჩინურ ვაქცინაზე - ქვეყნის მასშტაბით Sinopharm-​ით ​აცრა აქტიურად მიმდინარეობს 

ჩინური Sinopharm-​ი საქართველოში ამ ეტაპზე ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც 18-დან 55 წლამდე ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს და რომლის ორგანიზებულად გამოყენების შემთხვევაში ქვეყანას შეუძლია მიაღწიოს მასობრივი იმუნიტეტისათვის აუცილებელ პროცენტულ მაჩვენებელს.

Sinopharm-​ით იმუნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს რეგიონებშიც, სადაც ექიმების Sinopharm-​ით, პირველი რეგისტრაციის შემდეგ ყველა ადგილი უკვე შევსებულია.

30 კლინიკას, სადაც Sinopharm-​ით ვაქცინაცია მიმდინარეობს, დღეიდან კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატა. ექიმების განმარტებით, ჩინური ვაქცინით აცრის მსურველთა დიდი რაოდენობა 18-დან 40 წლამდე მოსახლეობაა.

იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენ მოქალაქეებს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მოუწოდებენ. რესპუბლიკურ საავადმყოფოში Sinopharm-​ით დღეს შინაგან საქმეთა და ფინანსთა მინისტრები აიცრნენ. ვახტანგ გომელაური ვაქცინაციაზე უწყების 20-მდე თანამშრომელთან ერთად მივიდა. 

ვაქცინაცია მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის შესაქმნელად, რომელსაც საქართველოში სპეციალისტები დეკემბერში ელოდებიან. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ იმუნიზაციის პროცესში მოსახლეობის 60 პროცენტი ჩაერთვება.

იმისთვის, რომ პანდემია დასრულდეს და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების თქმით, ვაქცინაცია აუცილებელია. 

 

დღის ამბები