28 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
ამნისტიის ორი ვერსია - რა სადაო ჩანაწერი გაჩნდა "ქართული ოცნების" კანონპროექტში

ბრალდებულის უარი ამნისტიაზე - ეს ჩანაწერი შეთანხმებაზე ხელმომწერ პარტიებს შორის დავის ახალი მიზეზი გახდა.

მმართველი პარტიის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, ბრალდებულ პირს, ვისაც ამნისტია შეეხება შეუძლია არ დათანხმდეს პარტიების აქტს და სამართლებრივი დავა განაგრძოს. 

"სამართლებრივი ნონსენსი" ასე აფასებს ოპოზიცია "ოცნების" დოკუმენტს. ხელისუფლებასთან შეთანხმების ხელმოწერები პარტიები მოითხოვენ ამნისტია არ შეეხოს ყველას და ე.წ ჩამკეტ მექანიზმად პირის გასათავისუფლებლად დაზარალებულის თანხმობა იყოს საჭირო.

"ქართული ოცნების" ამნისტიის კანონპროექტს ნიკა მელიას წინააღდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნევს თავად "ნაციონალური მოძრაობა". მათი თქმით, ამნისტია მიუღებელია თავად პოლიტიკური ძალის ლიდერისთვის.

პარლამენტში ინიცირებულ 2 სხვადასხვა კანონპროექტს კენჭისყრამდე საპარლამენტო პროცედურები აქვს გასავლელი. სწორედ ამის გამო "გირჩებს" იმედი აქვთ, რომ ამნისტიის დოკუმენტი შესაძლოა შინაარსობრივად შეიცვალოს.

დროის სიმცირის გამო არ არის გამორიცხული კანონის მისაღებად რიგგარეშე სხდომების მოწვევაც გახდეს საჭირო.

დღის ამბები