28 ნოემბერი 2024,   16:56
ვრცლად
საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ოჯახი ოპოზიციურ პარტიებს შეხვდა. როგორც პოლიტიკოსებმა განაცხადეს, აუცილებელია გამოიყენონ საპარლამენტო ბერკეტები, რათა გათავისუფლდეს საქართველოს მოქალაქე.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში დაპატიმრებული ზაზა გახელაძის ოჯახი უახლოეს მომავალში საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ოპოზიციის საპარლამენტო წევრები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, რომ ზაზა გახელაძე გაათავისუფლდეს. 

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელისუფლებო სტრუქტურებს არ მისცემენ მოსვენებას, სანამ გახელაძე ოჯახში არ დაბრუნდება. 

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს ზაზა გახელაძის თავისუფლებისთვის. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აღნიშნავს, რომ ქმედითი ნაბიჯები მუდმივად იდგმევა, თუმცა სამწუხაროდ ამ ეტაპზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული მართლმსაჯულება არ მოქმედებს. 

დღის ამბები