28 ნოემბერი 2024,   17:00
ვრცლად
კორონავირუსით კულინარიის აკადემიის ლექტორი გარდაიცვალა

კორონავირუსს საქართველოს კულინარიის აკადემიის ლექტორის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ინფორმაციას რუსო გოგოლაძის გარდაცვალების შესახებ აკადემიის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

"კულინარიის აკადემიის ლექტორი, რუსო გოგოლაძე კოვიდით გარდაიცვალა. ფასდაუდებელია მისი წვლილი კულინარიის აკადემიის განვითარებაში. მუდამ მისი მადლიერები ვიქნებით და მისი ხსოვნა ჩვენთან დარჩება,"- ნათქვამია განცხადებაში. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო კვირების მანძილზე COVID-19-ით ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი საგრძნობლად არის გაზრდილი. 

დღის ამბები