28 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
რეგულირების სააგენტო კლინიკა "თბილისი სითი მედიკალში" არსებულ მდგომარეობას ამოწმებს

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი კლინიკა "თბილისი სითი მედიკალში" შევიდა. რეგულირების სააგენტო სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას ამოწმებს.

მონიტორინგის საფუძველი, სამედიცინო დაწესებულების შესახებ მედიაში გავრცელებული ნეგატიური ინფორმაცია გახდა. შემოწმების შედეგად უნდა დადგინდეს, რამდენად შეესაბამება გავრცელებული ცნობები სიმართლეს.

აღსანიშნავია, რომ "თბილისი სითი მედიკალი" კოვიდ-19-ით ინფიცირებულ პაციენტებსაც მკურნალობს.

დღის ამბები