ჰოლივუდის მსახიობებმა უილ სმიტმა და მარკ უოლბერგმა გამოაქვეყნეს ფოტოები, სადაც ჩანს, რომ მათ წონაში საგრძნობლად აქვთ მომატებული.
"გულწრფელი ვიქნები თქვენთან - ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ცუდ ფორმაში ვარ," - წერს უილ სმიტი "ინსტაგრამზე" და მომატებული კილოგრამების სადემონსტრაციოდ ფოტოსაც აქვეყნებს.
უილ სმიტი, ასევე, "ინსტაგრამზე" წერს, რომ პანდემიის დროს ცომეულს ხშირად მიირთმევდა და საკუთარ თავს პირობას აძლევს, რომ შუაღამისას მაფინებს აღარასოდეს შეჭამს.
"მე მიყვარს ეს სხეული, თუმცა მინდა უკეთესად ვიყო," - წერს მსახიობი.
ასეთივე გულახდილი სურათი, ფოტოშოპის გარეშე, გამოაქვეყნა უოლბერგმაც. მან იხუმრა, რომ ჯერ კიდევ სამი კვირის წინ სპორტსმენივით გამოიყურებოდა, თუმცა მზარეულის, შეფ ლორენს დურანის წყალობით ზედმეტი კილოგრამები სწრაფად მოიმატა.