28 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ერთიანდებიან თუ არა "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი"

ერთიანდებიან თუ არა "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" - "ღამის კურიერში" დასმულ შეკითხვაზე პარტია "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე "ლელო" და "სტრატეგია აღმაშენებელი" კოალიციის შექმნას არ განიხილავენ.

"ამ წუთას ამ თემაზე საუბარი არ მიმდინარეობს, გეტყვით, რომ "ლელო" მოქმედებს თავისი გეგმის შესაბამისად და ჩვენი ამოცანაა, რომ ადგილობრივი არჩევნებისთვის მოვახდინოთ "ლელოს" და პარტნიორების კონსოლიდაცია. არჩევნების შემდეგ ჩვენ დიდი სამუშაო ჩავატარეთ. დასავლელმა პარტნიორებმა დაინახეს, რომ "ლელო" საიმედო პარტნიორია. 

ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე პოლიტიკოსთან, იმ პოლიტიკურ აქტორებთან, რომელიც წარმოგვიდგენია ჩვენი პარტნიორი ადგილობრივ არჩევნებზე,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ეს პოლიტიკური აქტორები არიან თუ არა ელენე ხოშტარია და გიორგი მარგველაშვილი, ბადრი ჯაფარიძემ თქვა, "ლელოს" გეგმები შემდეგ კვირაში გახდება ცნობილი.

"არ მინდა გვარებზე გავაკეთო კონცენტრირება, თუმცა გიორგი მარგველაშვილის და ელენე ხოშტარიას მიმართ დიდი სიმპათიით ვარ განმსჭვალული,"- აღნიშნა "ღამის კურიერში" ბადრი ჯაფარიძემ.

დღის ამბები