28 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ დაინფიცირებულებიდან არცერთს არ ჰქონია მძიმე მიმდინარეობა - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, პირველი ინექციის შემდეგ დაინფიცირებულ პაციენტთა შორის, პრაქტიკულად, არცერთი მძიმე შემთხვევა არ ყოფილა. ამის შესახებ პაატა იმნაძემ "ღამის კურიერში" განაცხადა და აღნიშნა, რომ ამასთან დაკავშირებით სტატისტიკა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება:

"ჩვენ გვაქვს შედეგები, ახლა ვამუშავებთ, ვინც გახდა ავად პირველი დოზის შემდეგ, ასეთი შემთხვევები არ არის ცოტა, საინტერესო მონაცემებია და გამოვაქვეყნებთ, პრაქტიკულად, არცერთს არ ჰქონია მძიმე მიმდინარეობა. ეს არის ვაქცინის დამსახურება, ერთი დოზის მერეც კი," - განაცხადა პაატა იმნაძემ.

დღის ამბები