28 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
თეირანში მებაღემ ქალის ცხედარს მიაგნო - ის მაღალი რანგის შვეიცარიელი დიპლომატი აღმოჩნდა

თეირანში საკუთარი საცხოვრებელი მაღალსართულიანი კორპუსიდან მაღალი რანგის შვეიცარიელი დიპლომატი ქალი გადმოვარდა და დაიღუპა.

როგორც უცხოური მედია წერს, არც ირანული წყაროები და არც შვეიცარიის საგარეო უწყება არ ამჟღავნებს დაღუპულის სახელს. დიპლომატიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ისინი კონტაქტზე არიან როგორც დაღუპულის ოჯახთან, ასევე ირანის ხელისუფლებასთანაც.

"იყო ეს სუიციდი თუ უბედური შემთხვევა, ჯერჯერობით, დასადგენია" - განაცხადა ირანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის წარმომადგენელმა მოჯტაბა ჰალედიმ. მისი თქმით, ქალის ცხედარი მებაღემ მაშინ აღმოაჩინა, როდესაც ის უკვე საკმაო ხნის გარდაცვლილი იყო.

შვეიცარიის საელჩო გარდა საკუთარი ქვეყნის წარმომადგენლობისა, წარმოადგენს აშშ-ის ინტერესების სექციას ირანში, მას შემდეგ რაც ვაშინგტონმა და თეირანმა დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტეს 1979 წელს.

დღის ამბები