28 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
18-59 წლის ადამიანებში ჩინური "სინოფარმი" 78.1 %-ით უსაფრთხო და ეფექტიანია - ჯანმო

ვიდრე ჯანმო საბოლოოდ იტყოდეს, აძლევს თუ არა ავტორიზაციას Sinopharm-ს, მასზე შუალედური ანალიზი მოამზადა. ექსპერტების დაკვირვებით, ჩინური პრეპარატი 78.1 %-ით უსაფრთხო და ეფექტიანია, თუმცა 18-დან 59 წლის ადამიანებში.

შეფასებას არ დალოდებია მსოფლიოს 45 სახელმწიფო, სადაც Sinopharm-ი უკვე რამდენიმე თვეა ავტორიზებულია და უსაფრთხოდაც მიიჩნევა. ჯანმოს შუალედური კვლევაც ამბობს, რომ "სინოფარმის" გვერდით მოვლენებში არ შედის მწვავე ალერგიული რეაქცია, როგორიცაა ანაფილაქსიური შოკი.

ძირითადად გვერდითი ეფექტი: თავის ტკივილი, დაღლილობა და ჩხვლეტის წერტილის ტკივილია. რამდენიმე მძიმე შემთხვევა, რომელიც "სინოფარმს" გამოუვლინდა, გაძლიერებული გულისრევა და ანთებითი პროცესები იყო, თუმცა ამასთან, ჩინეთში აცრილი 5.9 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 1500-მდე პირს გამოუვლინდა გვერდითი ჩვენება მაღალი ტემპერატურის სახით. ჩინეთში Sinopharm-ი გასული წლის დეკემბრიდანაა ავტორიზებული.

ამ ეტაპზე, მსოფლიოში "სინოფარმის" 65 მილიონი დოზაა გამოყენებული. რიცხვი მზარდია, რადგან დღეიდან "სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოშიც დაიწყო.

დღის ამბები