28 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერას ჩვენი კანონპროექტი  მოიპოვებს - პაატა მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის მიერ დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტებს შორის პრინციპული განსხვავებაა.

მანჯგალაძე იმედოვნებს, რომ საზოგადოება მათ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მიემხრობა და ამით მოახდენენ გავლენას მმართველ გუნდზე. 

"ჩემთვის ახალი მოცემულობა ნამდვილად არ არის არაფერი. პრინციპების დონეზე ვიცნობდით ამ კანონპროექტს და სწორედ ამიტომ დავარეგისტრირეთ ჩვენი ინიციატივა, რომ პრინციპულად არ ვეთანხმებოდით ამ საკითხს. ჩვენ ვცდილობთ, რომ და აუცილებელია, მოვაწყოთ ფართო საზოგადოებრივი დისკუსიები ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით. მე დარწმუნებული ვარ, საზოგადოების მხარდაჭერას მოიპოვებს ჩვენი კანონპროექტი და ამით მოვახდენთ ზეგავლენას "ქართულ ოცნებაზე", რომ ამ რედაქციით არ მიიღოს ეს კანონპროექტი,"-განაცხადა მანჯგალაძემ.

"გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი ამ ორ პროექტს შორის დიდ განსხვავებას ვერ ხედავს. 

"ამ კანონპროეტებს შორის ვერ ვხედავ მნიშვნელოვან განსხვავებას. განსხვავება არის ტექნიკური, არა შინაარსობრივი, არამედ, როგორ გაფორმდება ეს ამნისტია. აქედან გამომდინარე, მე ამ კონფლიქტს არ გავაღვივებდი არც ერთი, არც მეორე მხრიდან,"-განაცხადა მეგრელიშვილმა. 

დღის ამბები