28 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
ვის და რომელ მუხლებს არ შეეხება ამნისტია "ქართული ოცნების" კანონპროექტით

ამნისტიის შესახებ “ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტი გასაჯაროვდა. პროექტის მიხედვით, ამნისტია შეეხება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდება 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემული ყველა პირი, ვინც თავად არ აცხადებს უარს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. 

პროექტის მიხედვით, ამნისტია არ ეხებათ იმ პირებს, რომელთაც ბრალი აქვთ წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის ისეთი მუხლებით, როგორიცაა 117-ე, 144/1-ე და 144/3-ე, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, წამებას, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.  

პროექტის მიხედვით, ამნისტია ვრცელდება ასევე ამავე პერიოდში ჩადენილი დანაშაულის გამო პირობთი მსჯავრის ქვეშ მყოფ პირებზე, ასევე დანაშაულის მომზადება-მცდელობაში მხილებულ პირებზე.

დღის ამბები