28 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
ზეთი, თევზეული, ხილი და შაქარი - რამდენი %-ით გაძვირდა პროდუქტები საქართველოში 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა. 

მათ მიერ გავრველებული ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის 2 მაჩვენებელი კი 6.87 პროცენტით განისაზღვრა.

სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით ასეთია:

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც 0.39 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე.

ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (4.2 პროცენტი);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 4.9 პროცენტიანი მატება, რაც 0.16 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე.

ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (9.9 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ჯგუფებზე;

ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2.1 პროცენტიანი მატება, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.11 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (4.2 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (3.2 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (1.6 პროცენტი);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.3 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.1 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (5.3 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (4.2 პროცენტი), თევზეული (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (1.1 პროცენტი).

დღის ამბები