ხელისუფლება ნიუ-ჯერსის შტატის მოსახლეობას ვაქცინაციის სანაცვლოდ ლუდს სთავაზობს - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ნიუ-ჯერსის შტატის ხელისუფლება კორონავირუსის იმ მოქალაქეებს, რომლებიც ვაქცინაციის პირველ დოზას მაისის თვის განმავლობაში გაიკეთებენ, ლუდს დაურიგებს - ამის შესახებ ნიუ-ჯერსის გუბერნატორმა ფილ მერფიმ განაცხადა.
"ნიუ-ჯერსის ნებისმიერი მაცხოვრებელი, რომელიც ვაქცინაციის პირველ დოზას მაისის თვის განმავლობაში გაიკეთებს და ამის დამადასტურებელ საბუთს პროგრამაში ჩართულ ნებისმიერ ლუდსახარშში წარადგენს, უფასო ლუდს მიიღებს," - განაცხადა შტატის გუბერნატორმა ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე.
ნიუ-ჯერსის პროგრამის მიზანია ვაქცინაციის პოპულარობის გაზრდა და 21 წელს ზემოთ ნიუ-ჯერსის მოსახლეობაზე ვრცელდება. ხელისუფლება იმედოვნებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვაქცინაციის ტემპს დააჩქარებს.
შტატის გუბერნატორის განცხადებით, შტატში ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობამ 4.7 მილიონს ივნისის ბოლოს უნდა გადააჭარბოს. ამ ეტაპზე ნიუ-ჯერსის შტატში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა სრულყოფილად 3.2 მილიონმა გაიკეთა. მოსახლეობის საერთო რაოდენობა შტატში 8.8 მილიონ ადამიანს შეადგენს.