აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებში მისაღები ლტოლვილების ზღვარი 62 500-მდე გაიზრდება.
თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, ის წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს, რომელმაც მისაღები ლტოლვილების რაოდენობის ზღვარი ისტორიულ მინიმუმამდე, 15 000-მდე შეამცირა.