მელინდა და ბილ გეიტსები 27 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შორდებიან. ამის შესახებ მათ ტვიტერზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს:
"ხანგრძლივი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობაზე დიდი მუშაობის შემდეგ, ჩვენ ჩვენი ქორწინების დასრულების გადაწყვეტილება მივიღეთ. 27 წლის მანძილზე ჩვენ გავზარდეთ 3 არაჩვეულებრვი შვილი და შევქმენით ფონდი, რომელიც მთელ მსოფლიოში მუშაობს იმისთვის რომ ადამიანებს საშუალება მისცეს ჯანმრთელი და პროდუქტიული ცხოვრებით იცხოვრონ. ჩვენ კვლავ გვწამს ამ მისიის და გავაგრძელებთ ჩვენს ერთობლივ მუშაობას ფონდში, მაგრამ უკვე აღარ გვჯერა რომ შევძლებთ განვითარებას როგორც წყვილი ჩვენი ცხოვრების შემდგომ ეტაპზე. გთხოვთ სივრცეს და ინტიმურობის შენარჩუნებას ჩვენი ოჯახისთვის, რათა ახალი ცხოვრების დაწყება შევძლოთ," - ნათქვამია მელინდა და ბილ გეიტსების მიმართვაში.
"ფორბსის" სიის მიხედვით, ბილ გეიტსი მსოფლიოში რიგით მე-4 ყველაზე მდიდარი ადამიანია.