28 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
დღემდე უცნობი კადრები გასაჯაროვდა - ზვიად გამსახურდიას ოჯახი აშშ-ის პრეზიდენტთან 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, საქართველოს პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და აშშ-ის პრეზიდენტ, რონალდ რეიგანის შეხვედრის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.

როგორც ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში წერს, ვოდო და ვიდეო მასალა მას პრეზიდენტის მეუღლემ მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მიაწოდა.  

"ხომ არის ისეთი არქივი, რასაც ბევრი წელი ეძებ. ასეთია ჩემთვის ეს მასალა. მადლობა ქ-ონ მანანას ამ შესაძლებლობისთვის

იცით, რომ ზვიად გამსახურდიას საბჭოთა კავშირიდან ფეხის გადგმა აკრძალული ჰქონდა. საზღვარგარეთ გასვლა მხოლოდ მას მერე მოახერხა,რაც დევნილობისას ვენაში მიიწვიეს. ეს იმ პირობებში,როდესაც "დისიდენტებად "წოდებულ მოაზროვნეებს არამც თუ გასვლა უცხოეთში სამსახურის პოვნაც არ უჭირდათ.

ზვიად გამსახურდიას და რონალდ რეიგანს მუდმივად ჰქონდათ კავშირი, თუმცა პირისპირ შეხვედრა მხოლოდ სამჯერ შედგა მოსკოვში, ისიც რეიგანის დაჟინებული მოთხოვნით. გაზიარებული მასალა ასახავს ერთ-ერთ შეხვედრას მოსკოვში აშშ საელჩოს სპასო ჰაუსის დარბაზში, სადაც ზვიად გამსახურდია მთელი ოჯახით იყო მიწვეული." - წერს ეკა ხერხეულიძე სოციალურ ქსელში. 

დღის ამბები