28 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
ლაგოდეხში 83 წლის მოხუცი დაიკარგა - ოჯახი მას 6 დღეა უშედეგოდ ეძებს

ლაგოდეხში 83 წლის მოხუცს ეძებენ.

 

ოჯახის ახლობლები "რუსთავი 2"-ს დაუკავშირდნენ და დახმარება სთხოვეს. მათი ინფორმაციით, ოჯახი დაკარგულ მოხუცს უკვე 6 დღეა უშედეგოდ ეძებს.

დაკარგული მოხუცის ფოტოც სწორედ ოჯახმა მოგვაწოდა. თუ ფლობთ ინფორმაციას მოხუცი ქალის შესახებ, დაუკავშირდეთ სამართალდაცველებს და ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ინფორმაცია "რუსთავის 2"-ის ფეისბუკ გვერდზე. 

დღის ამბები