28 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
"სინოფარმით" ვაქცინაციაზე ამ ეტაპისთვის 17 613 მოქალაქეა დარეგისტრირებული

საქართველოში "სინოფარმით" ვაქცინაციისთვის 18 წელს ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს და 27 აპრილიდან სულ  17 613 მოქალაქე დარეგისტრირდა. ინფორმაციას ამის შესახებ NCDC ავრცელებს.

4 მაისს, "სინოფარმით" ვაქცინაცია  იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება. ხოლო 5 მაისიდან  კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.

დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (ასტრაზენეკა, ფაიზერი, სინოფარმი) ადმინისტრირება  91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით მიმდინარეობს.

4 მაისს 09:30 საათზე ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ვაქცინაციას "სინოფარმის" ვაქცინით ჩაიტარებს. 

დღის ამბები