28 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
4 მაისს თბილისის რამდენიმე რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

"თელასის" აბონენტებს ხვალ, 4 მაისს, თბილისის რამდენიმე რაიონში სხვადასხვა სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გორგასლის, ჩხეიძის, ბერძნის, შატაიძის, გრიშაშვილის, ოპრეთის, ეფრემ მცირეს, სულხანიშვილის, ნიშნიანიძის, მარტვილის, ნადიკვარის და კალანდაძის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, ჯავახიშვილის, ჩუბინაშვილის და კლდიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დღის ამბები