28 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
გომბორისკენ მიმავალ გზაზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა - არიან დაშავებულები

გომბორისკენ მიმავალ გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

შემთხვევა სოფელ უჯარმის მიმდებარედ რამდენიმე წუთის წინ მოხდა. როგორც "რუსთავი 2-ს" თვითმხილველები უყვებიან, ერთმანეთს  სწრაფად მოძრავი ორი ავტომობილი  და მოტოციკლი შეეჯახა.

შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

ადგილზე პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებია მობილიზებული. 

დღის ამბები