28 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
30 წლის მამაკაცი თბილისში არასრულწლოვნებთან​ ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ გარყვნილ ქმედებაშია მხილებული - "კურიერის" ექსკლუზივი

13 წლის გოგომ გარყვნილ ქმედებაში 30 წლის მამაკაცი ამხილა. არასრულწლოვნის მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაული მამაკაცმა აღდგომის დღესასწაულზე ჩაიდინა. მას შემდეგ, რაც გოგონამ აღნიშნულის შესახებ მშობლებს უამბო და საქმეში პოლიცია ჩაერთო, გაირკვა, რომ 30 წლის მამაკაცი გარყვნილი ხასიათის ქმედებას სხვა არასრულწლოვნებთანაც სჩადიოდა ფულისა და ტკბილეულის სანაცვლოდ. სექსუალური ხასიათის დანაშაულის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლის გოგონაა.

მამაკაცს არასრულწლოვნების მეზობლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცნობილი გახდა, რომ 30 წლის მამაკაცი გასულ წლამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა, საქართველოში კი ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა. მისი დატოვების შემდეგ ის თბილისის ერთ-ერთ უბანში, ბებიასთან საცხოვრებლად ორი კვირის წინ გადავიდა. კაცმა მეზობლებს თავი მალე დაამახსოვრა.

ადგილობრივები იხსენებენ, რომ ის ბავშვებს ხშირად აკვირდებოდა და ესაუბრებოდა. 112-ში ზარის განხორციელების შედეგ პოლიცია ახალგაზრდა მამაკაცის საცხოვრებელ ბინაშიც მივიდა, სადაც ის მარტო ცხოვრობდა. "კურიერმა" გაარკვია, რომ ბებიამ სახლი მისი გადმოსვლის შემდეგ მალე დატოვა, რადგან შვილიშვილმა ფსიქოლოგიური ძალადობა დაიწყო.

"კურიერის" ინფორმაციით, პირი ამ დროის მონაცემებით დაკავებული არ არის და ის ამჟამად ფსიქიატრიულ კლინიკაშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს. სავარაუდოდ, დაიკითხებიან არასრულწლოვნები, მათ შორის - 13 წლის მოზარდიც.

დღის ამბები