28 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
დარღვეული კოვიდრეგულაციები - რატომ გაიშალა 150 კაციანი სუფრა ტვიშში

სოფელ ტვიშში, აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს, "ჯვაროსნულმა მოძრაობამ" ჯვარი აღმართა. ჯვრის აღმართვას რიონის ხეობის მცველებიც შეუერთდნენ. 

ადგილზე იმყოფება ცაგერის, ლენტეხისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანეც. 
პროცესი კოვიდრეგულაციების დარღვევებით წარიმართა, ვინაიდან ჯვრის აღმართვის პარალელურად ტვიშში 150 კაციანი სუფრაც გაიშალა. რიონის ხეობის მცველების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ადგილზე პირბადეების გამოყენებაც არ ხდება. 

როგორც ცნობილია, ქვეყანაში კოვიდრეგულაციები მოქმედებს, რის გამოც მოქალაქეებს საფლავებზე გასვლაც შეზღუდული აქვთ. 

დღის ამბები