28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს COVID-19-ის ვაქცინის ნახევარ მილიარდ დოზას მიაწვდის

Moderna დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებს COVID-19-ის ვაქცინის ნახევარ მილიარდ დოზას მიაწვდის. კომპანიამ შესაბამისი შეთანხმება ვაქცინების ალიანსთან გააფორმა.

დოკუმენტის თანახმად, Moderna ​ ვაქცინების დოზებს ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზებს. საწყისი 34 მილიონი დოზა 2021 წლის მეორე კვარტალში უნდა გაიცეს, ხოლო 466 მილიონი დოზა კი 2022 წელს. შეთანხმება მოიცავს 92 ქვეყანას, COVAX– ის პარტნიორობით.

”მადლობელი ვარ ჩვენი პარტნიორებისა, COVAX– ის დაუღალავი მუშაობისთვის და Moderna– ს მთელი გუნდის. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთელს მსოფლიოში ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ COVID-19 ვაქცინაზე, ” - განაცხადა "მოდერნას" აღმასრულებელმა დირექტორმა სტეფან ბანსელმა პრესრელიზში.

მისივე თქმით, მხარს უჭერენ COVAX-ის მისიას, უზრუნველყოს ფართო და სამართლიანი წვდომა COVID-19 ვაქცინებზე. 

დღის ამბები