28 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
შევძლებთ თუ არა ევროპაში მოგზაურობას იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით - ზაზა წერეთლის განმარტება

შევძლებთ თუ არა ვიმოგზაუროთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმ შემთხვევაში, თუ ჩინური ვაქცინით ავიცრებით - ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი "დღის კურიერში" ამბობს, რომ ამ მომენტისთვის ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან განიხილება მხოლოდ იმ ტურისტების მიღება, რომლებიც ევროპის მიერ აღიარებული ვაქცინებით იქნებიან აცრილი. 

"ზუსტად 1 საათის წინ ევროკავშირში ჩატარდა სხდომა ამ საკითხთან დაკავშირებით... ხვალ იქნება განხილვა უკვე მინისტრების დონეზე, ოთხშაბათს, ალბათ, მიიღებენ გადაწყვეტილებას. ამ ეტაპისთვის, რაც დღეს წარადგინა ევროკავშირმა, მათ უნდათ, რომ დაუშვან იმ მოქალაქეების მოგზაურობა არაევროკავშირის ქვეყნებიდან, რომლებიც აცრილი არიან ამ მომენტისთვის მხოლოდ ევროკავშირის მიერ ნებადართული ვაქცინებით, თუმცა აქვე მათ დასძინეს, რომ ჩვენ შემდგომში გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ვაქცინებიც შევიტანოთ თუ არა ამ სიაშიო.

ამ მომენტისთვის, მათ ხაზი გაუსვეს, რომ იმ ვაქცინებზეა საუბარი, რომლებიც ევროკავშირის მიერ არის აღიარებული," - განაცხადა ზაზა წერეთელმა "დღის კურიერის" ეთერში.

ცნობისთვის, ჩინური ვაქცინების ავტორიზაციის საკითხს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს და გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, კვირის ბოლოსთვის მიიღებს.

დღის ამბები