28 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
აღდგომის დღესასწაული პანდემიის პირობებში - ტაძრების ნაწილში რეგულაციების დაცვა ვერ მოხერხდა

უკვე მეორე წელია, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის დღესასწაულს პანდემიის პირობებში ზეიმობს.

უსაფრთხოების ზომების სრულფასოვნად დაცვა ეკლესიებში ამჯერადაც ვერ მოხერხდა. "კურიერის" კამერამ დააფიქსირა ფაქტები, როცა დისტანცია დარღვეული იყო, ზოგიერთ შემთხვევაში მრევლი პირბადის გარეშე იმყოფებოდა როგორც ტაძარში, ისე ტაძრის ეზოში.

იმისთვის, რომ ეპიდვითარება სააღდგომოდ არ დამძიმებულიყო, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, დღეიდან გადაადგილების აკრძალვა სასაფლაოებზე დაეწესებინა. 4 მაისის ჩათვლით, სასაფლაოებზე წესრიგს პოლიციელები მკაცრად დაიცავენ.

დღის ამბები