28 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
COVID-19-ის პანდემიის ფონზე ეკლესია კაცობრიობის მთავარ საფრთხედ რობოტებს ასახელებს - კიდევ რა თემა ვერ მოხვდა პატრიარქის ეპისტოლეში

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში COVID-19-ის პანდემიის თემა ვერ მოხვდა.  მაშინ, როცა მსოფლიოსთვის COVID-19 გლობალურ გამოწვევად იქცა და ვირუსმა დედამიწაზე სამ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კაცობრიობის მთავარ საფრთხედ რობოტებს ასახელებს.

მომავლის პროექტითა და "ჭკვიანი ალგორითმებით", რომელიც მსოფლიოში უკვე მრავლად არსებობს, უკმაყოფილოა საქართველოს საპატრიარქო და მსოფლიო ინოვაციას არასრულყოფილი ადამიანის საფრთხედ მიიჩნევს.

საზოგადოების კლასიკური გაგების ეტაპობრივად გაქრობის, ხალხში დაუცველობის განცდის მატებისა და ადამიანური ფაქტორის უკანა პლანზე გადაწევის მთავარ პრობლემად სააღდგომო ეპისტოლეში ხელოვნური ინტელექტის დასახელდა.

დაგვიანებული საშობაო ეპისტოლესგან განსხვავებით, აღდგომას ილია მეორემ საქართველოს ხელისუფლებას მიმართა და მთავრობას სულიერი აღორძინებისკენ მოუწოდა. კათოლიკოს-პატრიარქი სამებაში მისვლამდე ხელისუფლების წარმომადგენლებს საპატრიარქოშიც მასპინძლობდა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გზავნილი, რომელიც ამბიონიდან მრევლს ტრადიციულად არქიდიაკონმა დემეტრემ გააცნო, არ მოიცავდა ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებულ პროცესებს, ეპისტოლეში არც ერთხელ არ უხსენებიათ ეპარქია, სადაც ვითარება უკიდურესად დაძაბულია და მღვდლები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან. თუმცა ეპისტოლეში განმარტებული იყო, რომ მტერს ადამიანმა გულწრფელი სიყვარული უნდა აჩუქოს, მაგრამ გაემიჯნოს მის ქმედებებს.

დღის ამბები