28 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
კორონავირუსის საგანგაშო სტატისტიკა და ვაქცინირებულთა მხოლოდ 2% - რა პროგნოზებს აკეთებენ მედიცინის სფეროს წარმომადგენლები

კორონავირუსი დასუსტების ნაცვლად, ახალ და ძლიერ ფორმებს იღებს, თანდათან ჩნდება აგრესიული შტამები, რაც გავრცელების ტემპსაც აჩქარებს, ამ ფონზე კი ვაქცინაციის მაჩვენებელი ისევ ძალიან დაბალია.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები მოსახლეობას უსაფრთხოების ზომების მკაცრად დაცვისკენ მოუწოდებენ. ამ დროისთვის, კორონავირუსით 15,216 პაციენტი მკურნალობს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამ შედეგს რეგულაციების უგულებელყოფასაც უკავშირებენ. შიშობენ, რომ შესაძლოა, შექმნილმა მძიმე ეპიდვითარებამ შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცროს, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკას იმაზე მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე ეს ოქტომბერ-ნოემბერში იყო.

საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება-ერთ ერთი მთავარი ფაქტორია ქვეყანაში დაწყებული იმუნიზაციის პროგრამის წარმატებისთვის. ამ ეტაპზე საქართველოში ვაქცინირებული მოქალაქეების რაოდენობა საკმაოდ მცირეა, დაახლოვებით 2 %, ამიტომ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, შესაბამისმა სამსახურებმა მეტი საინფორმაციო კამპანია აწარმოონ.

საქართველოს მოსახლეობისთვის ამ დროისთვის, ხელმისაწვდომი "სინოფარმის" და "ასტრაზენეკას" ვაქცინაა, მესამე კვარტალში, მილიონი დოზა "ფაიზერი" და "ნოვავაქსის" ვაქცინაც უნდა შემოვიდეს.

დღის ამბები