28 ნოემბერი 2024,   16:53
ვრცლად
მოძრაობა "საქართველოსთვის" აქტივისტი სასაფლაოზე შესვლის მცდელობისას დააკავეს

მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრი, სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია ქუთაისში, სასაფლაოზე დააკავეს.

აქტივისტების ცნობით, ნიკა ნარსია მამის საფლავზე მისვლას ცდილობდა, რის გამოც დაპირისპირება სამართალდამცველებთან მოუხდა. არსებული ინფორმაციით, ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. 

შეგახსენებთ, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.

შეზღუდვების დარღვევა ითვალისწინებს სამართალდამრღვევი პირს დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით. აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ დაკრძალვის პროცესზე.

დღის ამბები