28 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულია

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენის საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის გამარჯვებულია. ტურნირზე მეხუთე ნომრად განთესილმა ქართველმა ჩოგბურთელმა, ფინალში მსოფლიოს რეიტინგის 44-ე ნომერს, გერმანელ იან ლენარდ შტრუფს ორ სეტში 6-4, 7-6 აჯობა. თამაში ორ საათს გაგრძელდა.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთი თვის წინ დოჰას საერთაშორისო ტურნირიც მოიგო, სადაც გადამწყვეტ შეხვედრაში ესპანელი, რობერტო ბაუტისტა აგუტი 7-6, 6-2 დაამარცხა.

ბასილაშვილი ამის შემდეგ მადრიდის "მასტერსზე" იასპარეზებს, სადაც მისი პირველი მეტოქე 35-ე ნომერი ფრანგი ბენუა პერი იქნება.

დღის ამბები