28 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ჯანმო საქართველოში COVID-19-ის 3%-იან ლეტალობას აფიქსირებს​, ყოველი 100 ვაქცინირებული 3 გადარჩენილი სიცოცხლეა -ივანე ჩხაიძე

კორონავირუსი ახალ ძალებს იკრებს - აგრესიული შტამები, გავრცელების სწრაფი ტემპები და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი. დაამძიმებს თუ არა ქვეყანაში არსებულ ამ მძიმე სურათს, სააღდგომო დღესასწაულზე დარღვეული უსაფრთხოების ზომები? დაპირების მიუხედავად, ეკლესიების ნაწილში დისტანციის დაცვა ვერ მოხერხდა, იყო შემთხვევები, როცა მრევლი პირბადის გარეშე ზეიმობდა აღდგომის დღესასწაულს.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ვაქცინაციასა და რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე ამახვილებენ ყურადღებას.

"დღეისათვის ჩვენ ასეთი რიცხვები გვაქვს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფიქსირებს 3%-იან ლეტალობას კორონავირუსის გამო, ანუ ყოველი 100 ადამიანიდან შეიძლება დაიღუპოს სამი. შესაბამისად ყოველი 100 ვაქცინირებული ადამიანი არის 3 გადარჩენილი სიცოცხლე. ჩვენ დღეს გვყავს 45 ათასი ვაქცინირებული ადამიანი თვენახევრის განმავლობაში. ძალიან მცირეა ეს რიცხვი, იმისათვის რომ ჩვენ წლის ბოლოსათვის მივიღოთ ქვეყანაში პოპულაციური იმუნიტეტი,"- აცხადებს მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

დღის ამბები