21 პირი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა ავღანეთში საწვავის ტანკერის აფეთქების შედეგად. გავრცელებული ინფორმაციით, საწვავ-მზიდიდან ხანძარი სხვა ავტომობილებზეც გავრცელდა. დაიწვა 50 მანქანა.
შემთხვევა ქაბულის ჩრდილოეთ ნაწილში მოხდა. მასშტაბური აფეთქების შედეგად დედაქალაქს და ქვეყნის რამდენიმე რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.