28 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
ავტომობილს, რომელშიც ბავშვები იყვნენ ჩაკეტილი, ცეცხლი გაუჩნდა - მოსკოვის ოლქში მომხდარ შემთხვევაზე საქმე მამის წინააღმდეგ აღიძრა

მოსკოვის ოლქში, "სერებრიანი პრუდის" დასახლებაში დაიწვა ავტომობილი, რომელშიც 2 ბავშვი იყო.

გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცმა, რომელიც მაღაზიაში საყიდლებზე შევიდა, ავტომობილში 2 არასრულწლოვანი შვილი - 2 და 4 წლის ბიჭები დატოვა, ცოტა ხანში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. 2 ბიჭიდან ერთი ინციდენტს დაზიანებების გარეშე გადაურჩა, მეორემ, 2 წლის ბავშვმა კი სერიოზული დამწვრობა მიიღო. ის ამ დროისთვის საავადმყოფოშია და ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მამის წინააღმდეგ საქმე 2 მუხლით აღიძრა - გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობისთვის მძიმე დაზიანების მიყენება და არასრულწლოვნების განზრახ საფრთხეში დატოვება.  

ინციდენტის გარემოებების გასარკვევად და ხანძრის მიზეზის დასადგენად დანიშნულია სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა.

დღის ამბები