28 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
სტიქია ლაგოდეხში - უხვმა ნალექმა მოსავალი და 12-მდე სახლი დააზიანა

დატბორილი ინფრასტრუქტურა და წყალი ცენტრალურ მაგისტრალზე - უხვი ნალექის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მდინარემ კალაპოტი შეიცვალა. არსებობდა საცხოვრებელი სახლებისა და სხვადასხვა ერთწლიანი კულტურების დატბორვის საფრთხე, თუმცა სტიქიის ზონაში მძიმე ტექნიკა დროულად შევიდა.

ადგილობრივების განცხადებით, მათი მოსავლის ნაწილი მთლიანად განადგურდა და არ იციან, როგორ აანაზღაურონ დანახარჯი, რომელიც ბანკიდან კრედიტით ჰქონდათ გამოტანილი. მათი თქმით, განადგურებულია ხეხილი, ნესვისა და საზამთროს ბაღები.

ლაგოდეხის მერის განცხადებით, სტიქიამ დააზიანა 12-მდე სახლი, რომელიც კომისიამ უკვე აღწერა და მერია შესაბამის დახმარებას ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან უზრუნველყოფს.

დღის ამბები