28 ნოემბერი 2024,   16:54
ვრცლად
მოსახლეობის 2%-მდეც არაა აცრილი, ის ყველაფერი რომ განმეორდეს, ქვეყანა ეკონომიკურ ვარდნას ვეღარ გაუძლებს - სპეციალისტები კოვიდვითარებაზე

COVID-19-ს დღეს კიდევ 21 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოვლინდა ინფიცირების 988 ახალი შემთხვევა, უმეტესობა - 511 ფაქტი ისევ თბილისში დარეგისტრირდა. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 15,216-ია.

მთავრობა განმარტავს, რომ ახალი შეზღუდვების მიზანი ვირუსის გავრცელების ტემპის შენელებაა. ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები არსებული მდგომარეობის სერიოზულობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ვაქცინაციისა და წესების დაცვის მნიშვნელობაზე საუბრობენ:

"ხალხს ჰგონია, რომ ეს სოციალური დისტანცია, ნიღბის ტარება, ჰიგიენური წესების დაცვა, რაღაცა ლიტონი სიტყვებია. არა ბატონო, ამის გარეშე ჯერ არავის არაფერი არ მოუგონია. მოსახლეობის 2%-მდეც არაა აცრილი. საჭიროა საყოველთაო ვაქცინაცია. დღევანდელი შეზღუდვა, თუნდაც იგივე სასაფლაოზე არ გასვლის, არის პრევენცია იმის, რომ არ მოხდეს ბევრი ადამიანის თავშეყრა, რა არის ამაში გასაკვირი. ის ყველაფერი რომ განმეორდეს, ქვეყანა ეკონომიკურ ვარდნას უკვე ვეღარ გაუძლებს,"- აცხადებს ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი დევი ტაბიძე.

დღის ამბები