28 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ევროპის სხვადასხვა ქალაქში პოლიციასთან შეტაკებების ფონზე წარიმართა

შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ევროპის სხვადასხვა ქალაქში პოლიციასთან შეტაკებების ფონზე წარიმართა. პარიზში პოლიციამ აქციის 30 მონაწილე დააკავა.

დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირება მოხდა გერმანიასა და იტალიაშიც. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა მოქალაქეებს მძიმე სამუშაო პირობების შესახებ პროტესტის თავისუფალი გამოხატვის საშუალება შეუზღუდეს.

შრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მასშტაბური დაკავებებით წარიმართა თურქეთში. როგორც სამართალდამცველებმა განაცხადეს, აქციის მონაწილეებს დაშლისკენ რამდენჯერმე უშედეგოდ მოუწოდეს, რის შემდეგაც ასობით მოქალაქე დააკავეს.

დღის ამბები