29 ნოემბერი 2024,   09:43
ვრცლად
პანდემიის პიკი - ვაქცინების ავტორიზაციის მოლოდინში საქართველოს ეპიდემიის ყველაზე რთული პერიოდი აქვს გადასავლელი

პანდემიის პიკის პერიოდში ეპიდემიოლოგების და მთავრობის შეფასებით, მდგომარეობა რთულია, თუმცა კვლავ მართვადი. სირთულეებზე საუბრისას ჯანდაცვის მინისტრი დღეს ამბობდა, რომ ყოველდღიურ გამოწვევებს შორის, პაციენტების ნაკადების გადანაწილების და ჰოსპიტალიზაციის პროცესში ხარვეზებია. ეკატერინე ტიკარაძე ირწმუნება, რომ მსგავსი პრობლემების მოგვარებას პირადი ჩართულობით ცდილობს.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელიც ამბობდა, რომ საწოლი ადგილების დეფიციტი არ არის. კონკრეტულად, დღეს დილით, გამყრელიძის ინფორმაციით, დაახლოებით 350 თავისუფალი საწოლი იყო. რაც შეეხება მომდევნო ორი კვირის პროგნოზს, სპეციალისტები ინფიცირების მატებას ელოდებიან, ოპტიმისტური პროგნოზით კი, დღეისათვის არსებული მაჩვენებლების შენარჩუნებას ვარაუდობენ.

მზარდი დინამიკის გათვალისწინებით, მთავრობა საწოლფონდის რესურსის მობილიზებას ორი გზით ცდილობს. ერთი მიმართულება პანდემიის მართვაში ჩართული კლინიკების დამატებითი საწოლებით აღჭურვაა, ხოლო მეორე - კოვიდსასტუმროების კიდევ უფრო მეტი ინტენსივობით დატვირთვა. 

დღის ამბები