მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 63 მილიონს გადააჭარბა. აქედან ლეტალურად თითქმის მილიონ ნახევარი შემთხვევა დასრულდა.
ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად, სახელმწიფოები რეგულაციების გამკაცრებას აგრძელებენ.
კანადა მოგზაურებისთვის ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს 21 იანვრამდე ახანგრძლივებს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში პროგნოზირებენ, რომ მადლიერების დღის აღნიშვნის გამო კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
რეგულაციების გამკაცრებისთვის ემზადება ლატვია და თურქეთი. უკვე ერთი კვირაა, რაც თურქეთში "კოვიდ-19"-ით გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება.