29 ნოემბერი 2024,   09:28
ვრცლად
ვერ მოვისმინეთ არგუმენტი რატომ უნდა დარჩენილიყვნენ ილიჩოვა ან მელაშვილი პატიმრობაში - ადვოკატი

ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. რამდენიმე საათიანი განხილვის შემდეგ, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა დაკავებულების თავდებით გათავისუფლების შესახებ.

დღევანდელ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის შუამდგომლობა ადვოკატებმა დააყენეს.

დაცვის მხარემ ასევე წარადგინა ექსპერტიზის ახალი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ადვოკატების განცხადებით, მტკიცდებოდა ის ფაქტი, რომ რუკები რომლის არ გამოყენებასაც ედავებოდნენ ილიჩოვა-მელაშვილის, იყო უვარგისი.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ პროცესზე უამრავი სიცრუის მოსმენა მოუწია. 

"პროცესზე ტყუილების კორიანტელი მოვისმინეთ, 7 საათის მანძილზე ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რატომ უნდა დარჩენილიყვნენ ილიჩოვა ან მელაშვილი პატიმრობაში,"-აღნიშნა გიორგი მახარაძემ.

ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე კი აცხადებს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მისი მეუღლე უნდა გაეთავისუფლებინათ.

დღის ამბები