29 ნოემბერი 2024,   09:38
ვრცლად
ტურიზმის ალიანსი ხელისუფლებას მიმართავს და შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვს

ტურიზმის ალიანსი ხელისუფლებას მიმართავს. დამფუძნებლები შეზღუდვების შემსუბუქებას ითხოვენ.

ალიანსის წარმომადგენლების თქმით, იყო დაპირება მთავრობის მხრიდან, რომ ასეთი მკაცრი აკრძალვები არ დაწესდებოდა.

ტურიზმის ალიანსის თანადამფუძნებლის, თამუნა თანდაშვილის განცხადებით, ქართული ბიზნესორგანიზაციები ორთვიან გაჩერებას ვერ გაუძლებენ.

"მივიღეთ ინფორმაცია, რომ სრული ლოკდაუნი არ იქნებოდა, შესაბამისად ეს ინფორმაცია გავავრცელეთ ალიანსის ფარგლებში. შემაშფოთებელი რეალობა დადგა, რადგან ტურიზმის სექტორი წერტილოვნად კი არ შეიზღუდა, გაჩერდა. ქართული ბიზნესი და ორგანიზაციები ორთვიან გაჩერებას ვერ გაუძლებენ,"- აღნიშნა თამუნა თანდაშვილმა.

დღის ამბები