ინფექციის შემთხვევების ზრდასთან ერთად სახელმწიფოები მკაცრი რეგულაციების შემოღებას განაგრძობენ. მკაცრად კონტროლდება საზოგადოების თავშეყრის ადგილები.
ბელგია, კვიპროსი, გერმანია - ეს იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მოახლოებული დღესასწაულების გამო კარანტინის რეჟიმს ახანგრძლივებენ.
ქვეყნები ვირუსის შესაჩერებლად "კოვიდ-19"- ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დიდ იმედებს ამყარებენ და პრეპარატის მისაღებად ემზადებიან.
ამ ფონზე, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ვაქცინა პანდემიაზე დადებითად იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ მსოფლიო მოსახლეობის 60-70% აიცრება.