29 ნოემბერი 2024,   09:42
ვრცლად
ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ - გია ვოლსკი ოპოზიციის ბოიკოტზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის ბოიკოტს პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით "საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი" უწოდა.

მისი შეფასებით, ვინც გაილაშქრებს იმის წინააღმდეგ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა გამართულად იმუშაოს, საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულების მონაწილე ხდება. 

"ეს არის საბოტაჟი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. რასაკვირველია, კარგი არაფერია იმაში, როდესაც პარლამენტი საქმიანობს ოპოზიციის გარეშე. ყველას და, განსაკუთრებით, ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერ ამომრჩეველს მინდა მოვაგონო, არსებობს უპირველესი ინტერესი - ეს არის სახელმწიფოს, საქართველოს ინტერესი, რომ ჰქონდეს ბიუჯეტი და სტრუქტურები, რომელიც იმუშავებს 2021 წელს საგანგებო რეჟიმში. ვინც ამის წინააღმდეგ გაილაშქრებს, მიუხედავად იმისა, თუ რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები თუ საზოგადოების დიდი ნაწილი, ის არის მონაწილე საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულებისა,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

დღის ამბები